ენდომეტრიოზი 2026: ACOG-ის ახალი მიდგომა

ენდომეტრიოზი 2026: ACOG-ის ახალი მიდგომა

ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის (ACOG) 2026 წლის განახლებული რეკომენდაციებით მნიშვნელოვნად შეიცვალა ენდომეტრიოზის მართვის მიდგომა.

ძირითადი ცვლილება:
👉 ენდომეტრიოზის დიაგნოზისთვის აღარ არის აუცილებელი ქირურგიული დადასტურება და მკურნალობის დაწყება შეიძლება უფრო ადრე.

** რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?**

ადრე დიაგნოზამდე გზა ხშირად ხანგრძლივი იყო:
სიმპტომები → წლები დაკვირვება → ლაპაროსკოპია → დადასტურება

ახლა მიდგომა უფრო კლინიკურია:
👉 ექიმს შეუძლია ენდომეტრიოზზე ეჭვის მიტანა და მკურნალობის დაწყება ოპერაციის ლოდინის გარეშე

📌 რას ეყრდნობა ექიმი დიაგნოზის დროს?

დღეს დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება:

  • ჩივილებს და სიმპტომებს
  • კლინიკურ სურათს
  • გინეკოლოგიურ გასინჯვას
  • ვიზუალიზაციის მონაცემებს (ექოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში MRI)

⚠️ სიმპტომები, როცა საჭიროა ენდომეტრიოზზე ფიქრი:

  • ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია
  • ძლიერი მტკივნეული მენსტრუაცია
  • მენჯის ქრონიკული ტკივილი
  • ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
  • ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
  • ორსულობის დაგეგმვის სირთულე

💡 მნიშვნელოვანია: ნორმალური ექოსკოპია ენდომეტრიოზს არ გამორიცხავს

🔎 კვლევების როლი

მიდგომა შეიცვალა და აქცენტი გადადის:

  • მცირე მენჯის ექოსკოპიაზე — როგორც საბაზო კვლევაზე
  • MRI-ზე — საჭიროების შემთხვევაში
  • ლაპაროსკოპიაზე — არა დიაგნოზისთვის რუტინულად, არამედ რთულ ან ქირურგიულ შემთხვევებში

💊 მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ადრე

თუ კლინიკური სურათი შეესაბამება ენდომეტრიოზს, ექიმს შეუძლია დაუყოვნებლივ დაიწყოს:

  • ტკივილგამაყუჩებლებით თერაპია
  • ჰორმონული მკურნალობა
  • სიმპტომების კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

⏳ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ენდომეტრიოზის დიაგნოზის დაგვიანება ხშირად წლობით გრძელდება.

ამ დროს შეიძლება განვითარდეს:

  • ქრონიკული ტკივილის გაძლიერება
  • ცხოვრების ხარისხის გაუარესება
  • ფორმირდება ტკივილის ცენტრალური და პერიფერიული სენსიტიზაცია

ახალი რეკომენდაციები სწორედ ამ დაგვიანების შემცირებას ემსახურება.

ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ჩვენს საიტზე. საიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს cookie პოლიტიკას.