ნინო აქუბარდია
ზრდასრულთა ფსიქიატრი: უსაფრთხო სივრცე, მკაფიო გეგმა, თანამედროვე მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომა
სერვისები
ფსიქიატრის კონსულტაცია, 60 წუთი
ონლაინ ფსიქიატრის კონსულტაცია, 60 წუთი
განმეორებითი კონსულტაცია ფსიქიატრთან, 30 წუთი
ონლაინ ფსიქიატრის მეორადი კონსულტაცია, 30 წუთი
ბიოგრაფია
ჩემი სახელია ნინო, ვარ ფსიქიატრი, ვმუშაობ ზრდასრულ პაციენტებთან. ვმკურნალობ ფართო სპექტრის ფსიქიატრიულ მდგომარეობებს, მათ შორის: შფოთვით და ემოციურ აშლილობებს (დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, დისთიმია, ციკლოთმია), შიზოფრენიის სპექტრს, პერსონოლოგიურ აშლილობებს (მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლილობა), ძილის დარღვევებს, წვავე სტრესულ რეაქციებს, დისოციაციურ აშლილობებს (დეპერსონალიზაცია/დერეალიზაცია), და ნეიროდივერსიულ მდგომარეობებს, როგორებიცაა ADHD და აუტიზმის სპექტრი (ზრდასრულებში).
ჩემი მიდგომა ემსახურება პაციენტისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც ის თავისუფლად შეძლებს ჩივილების, განცდების და პრობლემების გამოხატვას. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ადრეული სიმპტომების ამოცნობას და დროულ ჩარევას დაავადების გამწვავების პრევენციისთვის. ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა ეყრდნობა მტკიცებულებაზე დამყარებულ მედიცინას, ინდივიდუალური მიდგომით, რაც ითვალისწინებს კონრეტული პაციენტის მგრძნობელობას და პასუხს მედიკამენტოზურ თერაპიაზე. ფსიქოგანათლება და ფსიქოსოციალურ სტრესორთა ამოცნობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ჩემი კლინიკური გამოცდილება მოიცავს მუშაობას სხვადასხვა კულტურული და სოციალური ფენის მქონე პაციენტებთან, რაც საშუალებას მაძლევს მკურნალობა ყოველი ინდივიდის პირად და სოციალურ საჭიროებებზე მორგებული გავხადო. აქტიურად ვიყავი ჩართული სათემო სერვისში - ფსიქიატრიული მობლიური გუნდის წევრად, ასევე მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტ-მოხალისედ მივიღე სათემო გამოცდილება კენიაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ უწყვეტ სამედიცინო განათლებას და ფსიქიატრიაში ცოდნის განახლებას, რის საფუძველზეც გავიარე ექსტერნშიფის პროგრამა აშშ-ში, პენსილვანიის შტატში, “Keystone Behavioral Health-ის” კლინიკაში, სადაც მივიღე გამოცდილება მკურნალობაზე-რეზისტენტული დეპრესიის მართვაზე, მათ შორის ტრანსკრანიული მაგნიტური სტიმულაციის (TMS) და ესკეტამინის პროგრამის გამოყენებაზე.
კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, ვმუშაობ მედიცინის განათლების სფეროში, როგორც მოწვეული ლექტორი ალტე უნივერსიტეტში, და ჩართული ვარ კვლევაში “Imperial College London”-თან კოლაბორაციაში, სადაც ერთობლივად ვქმნით შიზოფრენიის ინოვაციურ მკურნალობას გენური და მოლეკულური ტექნიკების გამოყენებით.
განათლება
2021 — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო მედიცინის დოქტორი (MD), საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამა, დაფუძნებული აშშ-ის სამედიცინო კურიკულუმზე
2023 — ფსიქიატრიის სტაჟიორი, Keystone Behavioral Health, აშშ
გამოცდილება
2021–2023 — უმცროსი ექიმი (ფსიქიატრიული მობილური რეაგირების გუნდი), Georgian Association for Mental Health
2023–2026 — უმცროსი ექიმი (ფსიქიატრია), ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი Psychea, თბილისი, საქართველო
2023 წლიდან — მოწვეული ლექტორი, Alte University, საერთაშორისო სამედიცინო სკოლა
2026 — ფსიქიატრი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი Psychea, თბილისი, საქართველო
2026 — ფსიქიატრი, A CLINIC, თბილისი, საქართველო
სერტიფიკატები
აქტიური მონაწილე საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციებში, მათ შორის შიზოფრენიის მკურნალობის განვითარების მიმართულებით Imperial College London-თან თანამშრომლობით
სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი ფსიქიატრიასა და ინტერდისციპლინურ მედიცინაში:
Long-term Preservation TMS for Major Depressive Disorder: A Case Series [Irakli Mania; Zeeshan Faruqui; Mariam Gigilashvili; Nino Akubardia გამოქვეყნებულია Psychiatrist.com-ზე]
Acute Myocardial Infarction and Antiphospholipid Syndrome: An Updated Systematic Review and Meta-Analysis [Arash Ghani Dehkordi et al., Nino Akubardia გამოქვეყნებულია Annals of Medicine & Surgery-ში (2025)]
Therapeutic Potential of Medicinal Mushrooms on Alzheimer’s Disease [Abdelrahman T. I. Albahttiti, Nino Akubardia, Daniya Tasnim, Lara Hamzeh წიგნის თავი «Medicinal Mushrooms: An Emerging Superfood for Brain Health» გამომცემლობა Springer Nature (2025)]

