
თამარი ურუშაძე
კანის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვებსა და უფროსებში
სერვისები
ციფრული დერმატოსკოპია
დერმატოვენეროლოგის კონსულტაცია, 30 წუთი
ბიოგრაფია
ჩემი სამუშაო და ამასთან ინტერესის სფეროც კანზე არსებულ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შეადგენს. კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელიც ადგილობრივ ცვლილებებთან ერთად, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზეც გვაწვდის ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, კანი ორგანიზმის სარკედ გვევლინება. დერმატოლოგია 2000-ზე მეტ დაავადებას მოიცავს, რომელთა დიაგნოსტიკის პროცესი სხვადასხვა ტიპის გამონაყარს შორის დიფერენცირებას გულისხმობს. ჩემი, როგორც დერმატოლოგის, ამოცანა დეტალური ანამნეზის შეკრებისა და პაციენტის კანის გულმოდგინე დათვალიერების შედეგად, დიაგნოზის დასმა, საჭირო დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენება და პაციენტის ჩართულობით მისი დაავადების მკურნალობისა თუ მდგომარეობის მართვისთვის აუცილებელი მეთოდების შერჩევაა.
ძირითადი პროფესიული მიმართულებები:
- ზოგადი დერმატოლოგია - ჩვეულებრივი აკნეს, როზაცეას, ფსორიაზის, სხვადასხვა სახის დერმატიტისა და სხვა ქრონიკული ანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა - დერმატოონკოლოგია - კანზე არსებული კეთილ- და ავთვისებიანი სიმსივნეები - პედიატრიული და გერიატრიული დერმატოლოგია - ინფექციური დერმატოლოგია - კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი და პარაზიტული დაავადებები - ვენეროლოგია - სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
განათლება
2020 — მედიცინის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
2022 — კლინიკური პრაქტიკა დერმატოლოგიის, ალერგოლოგიისა და ფლებოლოგიის კლინიკა, შტუტგარტი, გერმანია
2024 — დერმატო-ვენეროლოგიის რეზიდენტურა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2024 — Michael Horstein-ის სახელობის სტიპენდია დერმატო-ვენეროლოგთა ევროპული აკადემიის კონგრესი 2024, ამსტერდამი
გამოცდილება
2023-2025 — ლექტორი ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტი
2025 — დღემდე დერმატო-ვენეროლოგი კანვენი - კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი
2025 — მოწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი