როდესაც საქმე ქალის ჯანმრთელობას ეხება, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ადრეული გამოვლენისა და პრევენციისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად რჩება. საშვილოსნოს ყელის კიბო ქალის ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე პრევენცირებადი — თუმცა მაინც არასაკმარისად დიაგნოზირებული — მდგომარეობაა. ბევრ ქალს არ აქვს ინფორმაცია, თუ როდის უნდა ჩაიტაროს ტესტირება, რა სახის ტესტებია ხელმისაწვდომი და რას ნიშნავს სინამდვილეში მისი შედეგები. მოდით, ყველაფერი ერთად განვიხილოთ.
რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი? სკრინინგი არის რუტინული პროცედურა, რომლის მიზანიც არის საშვილოსნოს ყელის უჯრედების ცვლილებების გამოვლენა — ისეთების, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიმსივნე. სკრინინგში შედის:
• პაპ ტესტი (ციტოლოგია)
• ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ტესტი
უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ევროკავშირში, პაპ ტესტისა და ადამიანის პაპილომავირუსის კომბინირებული ტესტის ჩატარება რეკომენდებულია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, 25 წლიდან, ადამიანის პაპილომავირუსის წინააღმდეგ აცრილი პირებისთვის. არავაქცინირებული პირებისთვის სკრინინგი რეკომენდებულია ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.
ვის სჭირდება სკრინინგი? სკრინინგი აუცილებელია ყველასთვის, ვისაც აქვს საშვილოსნოს ყელი და ჰქონია 1 სქესობრივი კავშირი მაინც. ეს მოიცავს:
• ყველა ქალს, ასაკისა ან სიმპტომების მიუხედავად;
• ქალებს, რომლებსაც რომლებსაც ჩატარებულია აქვს სუბტოტალური ჰისტერექტომია, ანუ როდესაც ყელი არ არის ამოღებული;
• პოსტმენოპაუზის ასაკის ქალებს — საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკი არ ქრება ასაკთან ერთად.
„ Red Flags “, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. გაფრთხილდით, თუ:
1. ექიმი გეტყვით, რომ გაქვთ “საშვილოსნოს ყელის ეროზია”, და გთავაზობთ მკურნალობას (მაგალითად კრიოდესტრუქცია,მოწვა) — სკრინინგის გარეშე;
2. გინიშნავენ ანტივირუსულ მკურნალობას HPV ს წინააღმდეგ. ადამიანის პაპილომა ვირუსი მკურნალობა არ არსებობს და არ გააჩნია სამეცნიერო მტკიცებულებითი ბაზა.
3. კოლპოსკოპიის ჩატარება ბიოფსიის გარეშე. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ საშვილოსნოს ყელის ვიზუალურად კოლპოსკოპით შეფასება შეუძლებელია - საშვილოსნოს ყელი შეიძლება ცუდად გამოიყურებოდეს (მაგალითად, მშობიარობის შემდეგ), მაგრამ მაინც სრულიად ჯანმრთელი იყოს. A კლინიკაში კოლპოსკოპიას მხოლოდ ბიოფსიის საჭიროების შემთხვევაში ვატარებთ.
📌 რატომ ვანიჭებთ A კლინიკაში უპირატესობას თხევად ციტოლოგიას და არა ჩვეულებრივ პაპ ტესტს?
🔬 თხევად ციტოლოგიაში საშვილოსნოს ყელის უჯრედები თავსდება სპეციალურ თხევად გარემოში, რაც:
✔️ ზრდის კვლევის სიზუსტეს
✔️ ამცირებს ატიპიური უჯრედების გამოტოვების რისკს
✔️ მნიშვნელოვნად ამცირებს არაინფორმაციული პასუხების რაოდენობას
🧬 ეს მეთოდი აღიარებულია მთელს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო გზა საშვილოსნოს ყელის პრეკარცენოზულ ცვლილებათა აღმოსაჩენად.
პერსონალური სკრინინგის გეგმა
A კლინიკაში უპირატესობას ვანიჭებთ პაციენტების განათლებას და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენ ვთავაზობთ თხევად ციტოლოგიას და HPV სკრინინგს იმისთვის, რომ მივიღოთ ყველაზე ზუსტი შედეგები და შევამციროთ არასაჭირო პროცედურების რაოდენობა. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენი სკრინინგის ისტორიით ან გაქვთ კითხვები შედეგებთან დაკავშირებით — ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი,რა უნდა იცოდეს ყველა ქალმა
1 ოქტომბერი, 2025