ამერიკის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის (ACOG) 2026 წლის განახლებული რეკომენდაციებით მნიშვნელოვნად შეიცვალა ენდომეტრიოზის მართვის მიდგომა.
ძირითადი ცვლილება:
👉 ენდომეტრიოზის დიაგნოზისთვის აღარ არის აუცილებელი ქირურგიული დადასტურება და მკურნალობის დაწყება შეიძლება უფრო ადრე.
** რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?**
ადრე დიაგნოზამდე გზა ხშირად ხანგრძლივი იყო:
სიმპტომები → წლები დაკვირვება → ლაპაროსკოპია → დადასტურება
ახლა მიდგომა უფრო კლინიკურია:
👉 ექიმს შეუძლია ენდომეტრიოზზე ეჭვის მიტანა და მკურნალობის დაწყება ოპერაციის ლოდინის გარეშე
📌 რას ეყრდნობა ექიმი დიაგნოზის დროს?
დღეს დიაგნოზი ძირითადად ეფუძნება:
- ჩივილებს და სიმპტომებს
- კლინიკურ სურათს
- გინეკოლოგიურ გასინჯვას
- ვიზუალიზაციის მონაცემებს (ექოსკოპია, საჭიროების შემთხვევაში MRI)
⚠️ სიმპტომები, როცა საჭიროა ენდომეტრიოზზე ფიქრი:
- ჭარბი და ხანგრძლივი მენსტრუაცია
- ძლიერი მტკივნეული მენსტრუაცია
- მენჯის ქრონიკული ტკივილი
- ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს
- ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
- ორსულობის დაგეგმვის სირთულე
💡 მნიშვნელოვანია: ნორმალური ექოსკოპია ენდომეტრიოზს არ გამორიცხავს
🔎 კვლევების როლი
მიდგომა შეიცვალა და აქცენტი გადადის:
- მცირე მენჯის ექოსკოპიაზე — როგორც საბაზო კვლევაზე
- MRI-ზე — საჭიროების შემთხვევაში
- ლაპაროსკოპიაზე — არა დიაგნოზისთვის რუტინულად, არამედ რთულ ან ქირურგიულ შემთხვევებში
💊 მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ადრე
თუ კლინიკური სურათი შეესაბამება ენდომეტრიოზს, ექიმს შეუძლია დაუყოვნებლივ დაიწყოს:
- ტკივილგამაყუჩებლებით თერაპია
- ჰორმონული მკურნალობა
- სიმპტომების კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
⏳ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
ენდომეტრიოზის დიაგნოზის დაგვიანება ხშირად წლობით გრძელდება.
ამ დროს შეიძლება განვითარდეს:
- ქრონიკული ტკივილის გაძლიერება
- ცხოვრების ხარისხის გაუარესება
- ფორმირდება ტკივილის ცენტრალური და პერიფერიული სენსიტიზაცია
ახალი რეკომენდაციები სწორედ ამ დაგვიანების შემცირებას ემსახურება.
