მუცლის ტკივილი: რა კავშირი აქვს ანტიდეპრესანტებს?
მუცლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც პაციენტები მიმართავენ ექიმს. ხშირად ის შეიძლება იყოს მოკლევადიანი — დაკავშირებული საკვებთან ან ინფექციასთან და გაივლის თვითონ ან მარტივი თერაპიის ფონზე. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა გადის თვეები ან წლები და დისკომფორტი ისევ თქვენი მუდმივი თანამგზავრია?
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (IBS)?
IBS ფუნქციური დაავადებაა — ანუ საჭმლის მომნელებელი ორგანოები სტრუქტურულად ჯანმრთელია, მაგრამ მათი მუშაობა დარღვეულია.
დიაგნოზი ისმება რომის IV კრიტერიუმებით:
- მუცლის ტკივილი კვირაში მინიმუმ ერთხელ ბოლო 3 თვის განმავლობაში
- დაკავშირებულია დეფეკაციასთან
- დაკავშირებულია განავლის სიხშირის ცვლილებასთან
- დაკავშირებულია განავლის ფორმის ცვლილებასთან (იხ. ბრისტოლის სკალა)
აუცილებელია სხვა დაავადებების გამორიცხვა და ყურადღება „წითელ ალამებზე“:
- სისხლი განავალში
- მოულოდნელი წონის კლება
- ანემია
- სიცხე ან ანთებითი ნიშნები
- სიმპტომების დასაწყისი 50 წლის შემდეგ
- ოჯახური ანამნეზი (ნაწლავის კიბო, ანთებითი დაავადებები)
რატომ ვითარდება?
IBS-ის ზუსტი მიზეზი არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია „ტვინისა და ნაწლავის ღერძი“ — ნერვულ სისტემასა და ნაწლავს შორის კავშირის დარღვევა. შედეგად, ნორმალური პროცესები (კვება, სტრესი) იწვევს ტკივილს, სპაზმებს ან განავლის ცვლილებებს.
მნიშვნელოვანია დამატებითი ფაქტორებიც:
- კვება (low FODMAP დიეტა ეხმარება ტრიგერების გამოვლენაში)
- სტრესი, უძილობა, გადაღლილობა
- ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა
- ფსიქოემოციური დარღვევები
როგორ ვმკურნალობთ?
მკურნალობა ყოველთვის კომპლექსურია:
- ძილის და ფიზიკური აქტივობის რეგულაცია
- ფსიქოთერაპია და სტრესის მართვა
- კვების კორექცია (low FODMAP)
- ნეირომოდულატორების გამოყენება
ნეირომოდულატორები — იგივე „ანტიდეპრესანტები“ — IBS-ის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება იყოს. ისინი არ შემოიფარგლება დეპრესიით: არეგულირებენ ნერვულ სისტემას და ამცირებენ ნაწლავის მგრძნობელობას ტკივილის მიმართ. მათი დანიშვნა ხდება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით და ეფექტი ვითარდება ეტაპობრივად.
მთავარი
ანტიდეპრესანტებთან დაკავშირებული ბევრი მითი არსებობს. ყოველთვის ჯობს თქვენი ყველა კითხვა და ეჭვი ექიმთან განიხილოთ. თანამედროვე მედიცინა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხანგრძლივ, არამედ ხარისხიან ცხოვრებას.
ტკივილს ვერ უნდა შეეგუოთ. A CLINIC-ში ჩვენ გეხმარებით დისკომფორტის მიზეზის მოძებნაში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.