მარტი არის HPV-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

მარტი არის HPV-ის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე

5 აპრილი, 2026

4 მარტი — ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა.

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) არის ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. კვლევებით დადგენილია, რომ სექსუალურად აქტიური ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ინფექციით.

უმეტეს შემთხვევაში, ინფექცია დროებითია და იმუნური სისტემა 1–2 წლის განმავლობაში ახერხებს მის გაუვნებელყოფას.
თუმცა, მაღალი ონკოგენური ტიპების მდგრადობა დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელიური ნეოპლაზიისა და კიბოს განვითარების რისკებთან.

ინფექცია უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ სკრინინგი რჩება ადრეულ ეტაპზე ინფექციის გამოვლენის კლინიკურად ყველაზე ეფექტურ გზად.

რეკომენდაციები სკრინინგის შესახებ:
• 21 წლიდან — ციტოლოგიური კვლევა (PAP ტესტი)
• 30 წლიდან — საწყისი HPV-ტესტირება ან კო-ტესტირება

ყველაზე ეფექტური პრევენცია: ვაქცინაცია ინფიცირების წინ + რეგულარული სკრინინგი.

პრევენცია საშუალებას იძლევა უმეტეს შემთხვევაში თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება.

ჩვენ ვიყენებთ cookie-ებს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად ჩვენს საიტზე. საიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს cookie პოლიტიკას.