ანტენატალური მეთვალყურეობა ანუ დედის მოვლა არის ზრუნვა, რომელსაც ორსულობის დროს იღებთ ექიმებისგან კონკრეტულად ორსულობასა და მშობიარობაზე სპეციალიზებული ექიმებისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გირჩევთ მინიმუმ რვა ანტენატალურ ვიზიტის განხორციელებას მეან-გინეკოლოგთან.
ჯანმო-ს თანახმად, ორსულთა მეთვალყურეობის მაღალი ხარისხი სამი კომპონენტისგან შედგება:
• შეფასება, ანუ ანამნეზის შეკრება, ფიზიკური გამოკვლევა და ლაბორატორიული ტესტები
• ორსულობის დროს გართულებების პროფილაქტიკა, გამოვლენა და მართვა
• ჯანმრთელობის ხელშეწყობა, რაც მოიცავს კვების შესახებ რჩევებს, მშობიარობის დაგეგმვას, სრული ინფორმაციის მიწოდებას ორსულობის, შემდგომი კონტრაცეფციისა და ძუძუთი კვების შესახებ
შეიძლება დაგისვათ კითხვები:
• ბოლო მენსტრუაციის პირველი დღის თარიღი
• თქვენი ჯანმრთელობა, გაქვთ თუ არა რაიმე ქრონიკული დაავადება
• გადატანილი გაქვთ თუ არა რამე დაავადებები და ოპერაციები
• წინა ორსულობები და აბორტები
• თქვენი და თქვენი პარტნიორის ეთნიკური წარმომავლობა, რათა გაირკვეს, შეიძლება თუ არა თქვენი ბავშვი გარკვეული მემკვიდრეობითი დაავადებების რისკის ქვეშ იყოს
• აქვს თუ არა თქვენს ოჯახს პრეეკლამფსიის ისტორია
• როგორ გრძნობთ თავს და გქონიათ თუ არა დეპრესია
თქვენი ანტენატალური ვიზიტები შესაძლებლობაა, აცნობოთ ექიმს, თუ დაუცველ მდგომარეობაში ხართ ან გჭირდებათ თუ არა დამატებითი მხარდაჭერა.
გამოკვლევები და ლაბორატორიული კვლევები:
• ორსულობის 2 ულტრაბგერითი სკრინინგის ჩატარებას 11-დან 14 კვირამდე და 19-20 კვირამდე. ამ ეტაპზე A კლინიკაში ამ ტიპის ულტრაბგერითი გამოკვლევის შემოთავაზება არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია გირჩიოთ კლინიკა და ულტრაბგერითი გამოკვლევის ექიმი, რომელსაც ვენდობით.
• ანტენატალური სკრინინგული ტესტი, რათა დადგინდეს თქვენს პატარას გარკვეული დაავადებების, მაგალითად, დაუნის სინდრომის, არსებობის რისკი აქვს თუ არა. რომელი კვლევის ჩატარება დაგჭირდებათ, დამოკიდებულია თქვენს რისკ-ფაქტორებსა და სამედიცინო ისტორიაზე. ამ ეტაპზე, ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ ამ ტიპის გამოკვლევას A კლინიკაში, მაგრამ შეგვიძლია გირჩიოთ ლაბორატორია, რომელსაც ვენდობით.
• სისხლის ანალიზები: სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, გლუკოზა, სისხლის ჯგუფისა და Rh ფაქტორის განსაზღვრა, თირეოტროპული ჰორმონი, სკრინინგი აივ ინფექციის, სიფილისის, HBsAg, ანტი-HCV,.
• შარდის ანალიზი: შარდის საერთო ანალიზი და შარდის ბაქტერიოლოგია.
• სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე ნაცხი ორსულობის დასაწყისში.
• გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი ორსულობის 24-დან 28 კვირამდე.
ადასელის ვაქცინაცია დიფტერიის, ყივანახველას და ტეტანუსის საწინააღმდეგოდ ორსულობის 29-დან 36 კვირამდე.
• B ჯგუფის სტრეპტოკოკური (GBS) რექტოვაგინალური ბაქტერიოლოგიური კვლევა, როგორც წესი, ორსულობის 35-დან 37 კვირამდე.
• კარდიოტოლოგრაფია ან დოპლერი ორსულობის 32-ე კვირის შემდეგ, ყოველ 2 კვირაში ერთხელ, მშობიარობამდე.
დედაზე ზრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხო მშობიარობისთვის მომზადება. ანტენატალური ზრუნვა ასევე მოიცავს მშობიარობის გეგმის შედგენას. ეს გეგმა განსაზღვრავს მშობიარობის პრეფერენციებს, როგორიცაა მშობიარობის ადგილის არჩევა, ტკივილის მართვის ვარიანტების განხილვა და მშობიარობაზე დამსწრის არჩევა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მშობიარობის პროცესი შეესაბამებოდეს დედის სურვილებსა და საჭიროებებს. დასკვნის სახით, ანტენატალური მზრუნველობა ჯანსაღი და წარმატებული ორსულობის აუცილებელი კომპონენტია. ის უზრუნველყოფს მრავალფეროვან სარგებელს, მათ შორის გართულებების ადრეულ გამოვლენას და მართვას, ნაყოფის განვითარების მონიტორინგს, კვების კონტროლსა და განათლებას, ასევე, ემოციურ მხარდაჭერას და ექიმებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას. ანტენატალური მზრუნველობა ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირებაში, რაც უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო ორსულობისა და მშობიარობის გამოცდილებას.

ორსულობის მოვლა საქართველოში – გინეკოლოგის განმარტებით
1 ოქტომბერი, 2025