ანომალური სისხლდენა საშვილოსნოდან — გინეკოლოგთან ვიზიტის ერთერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ამავდროულად უამრავი ქალბატონი წლების განმავლობაში ფიქრობს, რომ მენსტრუაცია არის მათი ინდივიდუალური თავისებურება და არ აქვთ ეჭვი, რომ ეს ნორმის ფარგლებს სცდება.
მოდით გავარკვიოთ რა არის ნორმა და რა არა.
ნორმალური მენსტრუალური ციკლი:
• ციკლის ხანგრძლივობა 24-38 დღე
• რეგულარობა — როცა სხვაობა ყველაზე გრძელი და ყველაზე მოკლე ციკლებს შორის არ აღემატება 7-9 დღეს
• მენსტრუაციის ხანგრძლივობა — არაუმეტეს 8 დღეზე
• სისხლის ზომიერი დანაკარგი (არ აღემატება 80 მლ)
• არ არის გამოხატული სისუსტე,თავბრუსხვევა და ჩვეული ცხოვრების წესის დარღვევა
თუ თქვენი ციკლი სხვანაირია — ეს არის მიზეზი, რომ მიმართოთ ექიმს.
არ არის ნორმა:
• საფენი ან ტამპონი სრულიად ივსება 1-2 საათში
• დიდი სისხლის კოლტები
• სისხლდენა 8 დღეზე დიდხანს
• ციკლი უფრო ხშირია ვიდრე 24 დღეში ერთხელ
• ციკლის გადაცდენა 38 დღეზე მეტი
• სისხლიანი გამონადენი მენსტრუაციებს შორის
• სისხლდენა სქესობრივი აქტის შემდეგ
• ნებისმიერი სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის შემდეგ
ძირითადად რა კვლევებია საჭირო:
• გინეკოლოგიური დათვალიერება
• მცირე მენჯის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა
• სისხლის საერთო ანალიზი და ფერიტინი (ანემიის გამოსარიცხად)
• ორსულობის ტესტი (რეპროდუქციულ ასაკში)
• ჰორმონალური გამოკვლევები — ჩვენებების მიხედვით
• ზოგიერთ შემთხვევაში — ენდომეტრიუმის ბიოფსია
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ანომალური მენსტრულური სისხლდენა არ არის დიაგნოზი, არამედ სიმპტომია, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მიზეზის დადგენას.
ანომალური სისხლდენების უკან შეიძლება იმალებოდეს სხვადასხვა მდგომარეობა — როგორც ფუნქციონალური ჰორმონალური დარღვევები, ასევე საშვილოსნოს დაავადებები. ამიტომ აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა და გამოკვლევების ჩატარება მენსტრუაცია — ქალის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. თუ ის სცდება ნორმის ფარგლებს, ამას არ უნდა შევეგუოთ, არამედ მივაქციოთ ყურადღება საკუთარ თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.
